
ლუკა, 10 წლის
“ერთი წლის წინ მოხდა ის, რასაც სიზმარშიც კი არ დავიჯერებდი. ჩემს ერთადერთ შვილს დაუდგინდა უმძიმესი დიაგნოზი, რომელიც ჩემთვის - მშობლისთვის სიცოცხლის დასასრულის ტოლფასი იყო. გავიარეთ ქიმიოთერაპიის 6 კურსი. პროცესი, რა თქმა უნდა, სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მადლობა უფალს, რომ შედეგი დადგა. ამ
ურთულეს პროცესთან ერთად მშობელს გიჩნდება საზრუნავი, რაც ფინანსურ მხარესთან არის დაკავშირებული.
სოლიდარობის ფონდი - ეს არის საზოგადოება და ძალა, რომელმაც თავიდან ამარიდა მეზრუნა იმაზე, თუ როგორ მომეპოვებინა ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის საჭირო ფინანსები.
ჩვენთვის გვერდში დგომა და სატკივარის გაზიარება ყველამ ერთად შეძელით, თითოეულმა თქვენგანმა, ვინც ჩართულია ამ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში.
ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ მრავალი სიცოცხლის გადარჩენას, გადარჩენას თაობის, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავალია” - ლუკას დედა.
13/12/19
13/12/19