
ლიზი, 7 წლის
7 წლის ლიზის ისტორია ერთ-ერთია იმ მრავალი სხვა ბავშვის ამბავთაგან, რომელიც თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, რეალურ გადარჩენილ სიცოცხლედ იქცა. ლიზის ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ მკურნალობა, რისი საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა და დახმარებისთვის საქართველოს სოლიდარობის ფონდს მომართეს.
თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, სოლიდარობის ფონდმა ლიზის მკურნალობა 25
000 აშშ დოლარით დააფინანსა, ბავშვის მკურნალობაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქ.თბილისის მერიამ და დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა.
გახსოვდეს, შენი
დახმარება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
02.12.2016