სოლიდარობის ფონდი

—> Back

ალექსი, 4 წლის

4 წლის ალექსის და სოლიდარობის ფონდის მეგობრობა 1 წელზე მეტია გრძელდება. ალექსის ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ბავშვს თურქეთშიმედიკალ პარკისკლინიკაში ესაჭიროებოდა სასწრაფო ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ალექსის მშობლებმა დახმარებისთვის სოლიდარობის ფონდს მომართეს, მაშინ ალექსი 3 წლის იყო.

პატარა ალექსის ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში თქვენ მის გვერდით იყავით, თქვენი დახმარებით კიდევ ბევრ პატარას გადავარჩენთ...

თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, სოლიდარობის ფონდმა ალექსის მკურნალობა 15 000 აშშ დოლარით დააფინანსა, ბავშვის მკურნალობაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

გახსოვდეს, შენი დახმარება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


15.12.2016


ისტორიები