სოლიდარობის ფონდი

—> Back

გიორგი, 7 წლის

გვსურს გაგაცნოთ 7 წლის გიორგი, რომელიც სოლიდარობის ფონდთან უკვე ერთი წელია რაც მეგობრობს. შარშან, პატარა გიორგის, ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და  სოლიდარობის ფონდში მშობლის განაცხადი შემოვიდა. ოჯახი 6 წლის შვილის მკურნალობის დაფინანსებას ითხოვდა.

ალბათ, არც კი გიფიქრიათ, რა ძალა აქვს და რა შეუძლია თქვენს მიერ გაწეულ ქველმოქმედებას.
ამ ერთი წლის განმავლობაში, თქვენმა თანადგომამ როგორ შეუმსუბუქა გიორგის და მის ოჯახს ის რთული დღეები, რაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული.

თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, სოლიდარობის ფონდმა გიორგის მკურნალობა 30 101 ლარით 15 000 აშშ დოლარით დააფინანსა, ბავშვის მკურნალობაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გიხდით ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძვით სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად... 

შემოგვიერთდი, რომ შევძლოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა!
15/12/16

ისტორიები