სოლიდარობის ფონდი

—> Back

აზა, 21 წლის

მოგესალმებითგწერთ, რათა გამოხვატო ჩემი უდიდესი მადლიერება. არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რა რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით 8 თვის წინ, როდესაც დამისვეს დიაგნოზი და შემირჩიეს მკურნალობის კურსი, რომელიც ითვალისწინებდა თანხას 45000 ევროს ოდენობით. საბედნიეროდ, დაავადება ექვემდებარებოდა მკურნალობას, თუმცა ამისთვის საჭირო იყო საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა. თქვენი ფონდის არსებობის შესახებ სწორედ მაშინ შევიტყვე. შესაბამისად, სამწუხროდ, კარგად არ ვიცნობდი თქვენს საქმიანობას და სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მქონდა რაიმეს იმედი. თუმცა შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მას შემდეგ, რაც შეგვატყობინეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩემს მკურნალობას დააფინანსებდა 5000 ევროს ფარგლებში, თქვენგან მივიღეთ საგარანტიო წერილი, რომ სრულად დაფარვდით დარჩენილ 40000 ევროს. ეს იყო წარმოუდგენელი სიხარული და ჩემი გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი უდიდესი ნაბიჯი.

 ძალიან მიჭირს იმ სიმძაფრით გამოვხატო ჩემი მადლიერება, რასაც რეალურად განვიცდი, მაგრამ, ალბათ, ეს არ იქნება რთული წარმოსადგენი, რადგან მარტივად, ყველანაირი პათეტიკის გარეშე, თქვენ მე სიცოცხლე შემინარჩუნეთ. საბოლოო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩემი დაავადება არათუ რემისიის ფაზაში გადავიდა, არამედ სრულიად განიკურნა და ახლა მხოლოდ კონტროლს საჭიროებს. გიხდით მადლობას ჩემი და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისაც დაეხმარეთ და მომავალშიც დაეხმარებით სიცოცხლის გადარჩენაში“.
04.08.16

ისტორიები